#ჯეკ ჰიუსტონი

ამ თეგით ნაპოვნია 2 სტატია

სერიალები 11 February

„ობობა-ნუარი“ ნიკოლას ქეიჯთან ერთად: დეტალები სერიალის შესახებ

„ლაივ-ექშენ“ სერიალის „ადამიანი-ობობა ნუარი“, რომელშიც მთავარ როლს ნიკოლას ქეიჯი ასრულებს, გამოსვლის თარიღი ახლოვდება. ეს არის „ადამიანი-ობობა: სამყაროების მიღმა“ (Spider-Man: Into the Spider-Verse) სპინ-ოფი, სადაც ქეიჯი 1930-იანი წლების ბენ რაილის, პიტერ პარკერის კლონს, განასახიერებს. სერიალი როგორც ფერადი, ისე შავ-თეთრი ვერსიით გამოვა და მასში ვიხილავთ კლასიკური Marvel-ის პერსონაჟებს, როგორებიც არიან სილვერმეინი და სენდმენი, ნუარის სტილში გადააზრებულებს.

კინო და ტელევიზია 10 February

„Spider-Noir“ სერიალიდან ნიკოლას ქეიჯის მონაწილეობით ახალი კადრები და ორი მთავარი ბოროტმოქმედის შემსრულებლები გამოცხადდა

ცნობილი ანიმაციური ფილმების „Spider-Verse“ წარმატების შემდეგ, Prime Video-მ ნიკოლას ქეიჯის მონაწილეობით „Spider-Noir“-ის ლაივ-ექშენ სერიალი დააანონსა. Esquire-მა დღეს პროექტიდან შვიდი ახალი კადრი გამოაქვეყნა, მათ შორის ოთხი ნიკოლას ქეიჯის მონაწილეობით. ასევე, დადასტურდა, რომ ჯეკ ჰიუსტონი სენდმენის როლს შეასრულებს, ხოლო ბრენდან გლისონი სილვერმეინი იქნება. სერიალის გამოსვლის თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ის ამ გაზაფხულზე გამოვა.