კინო/ტელევიზია
26 February
„ქალბატონი მდივნის“ წყვილი ეკრანებზე ერთიანდება: თიმ დეილი და ტეა ლეონი NBC-ის ახალ კომედიაში „ახალდაქორწინებულები“
რეალურ ცხოვრებაში დაქორწინებული მსახიობები, თიმ დეილი და ტეა ლეონი, პირველად იმუშავებენ ერთად ეკრანზე 2014 წლის სერიალ „ქალბატონი მდივნის“ შემდეგ. ისინი მონაწილეობას მიიღებენ NBC-ის ახალ კომედიურ პილოტში „ახალდაქორწინებულები“, რომლის სიუჟეტი მოგვითხრობს გვიანდელ სასიყვარულო ისტორიას. პროექტში ასევე ჩართულები არიან ოსკაროსანი ჯემი ლი კერტისი, გეილ ლერნერი და პემ ფრაიმენი.