ტელესერიალები
02 February
HBO Max-ის ახალი კრიმინალური სერიალი „American Blue“ „როკის“ ფრენჩაიზის ვეტერანითა და „თვითმკვლელთა რაზმის“ რეჟისორით გამოვა
HBO Max-მა ოფიციალურად დაადასტურა ახალი კრიმინალური დრამის, „American Blue“-ის გადაღებები. პოლიციურ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს მაილო ვენტიმილია („როკის“ ფრენჩაიზიდან), ხოლო პილოტის რეჟისორი დევიდ აიერი („თვითმკვლელთა რაზმი“) იქნება. სერიალი მოგვითხრობს პოლიციელის, ბრაიან მილკოვიჩის ამბავს, რომელიც მშობლიურ ქალაქში ბრუნდება ადგილობრივი პოლიციის ძალების გადასარჩენად და საკუთარი წარსულის გამოსასყიდად. პროექტი იმავე წარმატებული მოდელით იქმნება, რითაც HBO-ს სერიალი „The Pitt“.