დაკოტა ჯონსონი, სირშა რონანი და ჯესი ბაკლი ალის რორვაქერის ახალ ფილმში „სამი ინცესტური და“ ითამაშებენ
მსახიობები დაკოტა ჯონსონი, სირშა რონანი და ჯესი ბაკლი ალის რორვაქერის ახალ დრამაში „სამი ინცესტური და“ სამ ინცესტურ დას განასახიერებენ. ფილმი ოდრი ნიფენეგერის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. მათ ჯოშ ო'კონორიც შეუერთდება. სიუჟეტის დეტალები ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია, თუმცა სცენარი ორიგინალ წიგნს თავისუფლად ეფუძნება. გადაღებები აპრილში დაიწყება.