მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიული ფილმი "მაიკლი": რას გვპირდება პირველი ტრეილერი?
მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიული ფილმის "მაიკლი" პირველი ტრეილერი გავრცელდა, რომელიც ვარსკვლავის გზაზე არსებულ დაბრკოლებებსა და მამასთან, ჯო ჯექსონთან კონფლიქტს ასახავს. ფილმი შეეხება სექსუალური ძალადობის ბრალდებების თემასაც, თუმცა გაურკვეველია, რამდენად დეტალურად. პოპის მეფის როლს ჯააფარ ჯექსონი ასრულებს. პრემიერა 24 აპრილს შედგება.