96 წლის ოსკარზე ნომინირებული მსახიობი ჯუნ სქვიბი „ყვითელქურთუკიანების“ მე-4 სეზონს შეუერთდა
ოსკარზე ნომინირებული 96 წლის მსახიობი ჯუნ სქვიბი სერიალ „ყვითელქურთუკიანების“ მეოთხე და ბოლო სეზონის ქასთს შეუერთდა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ სერიალის ფინალურ სეზონში მოლი რინგვალდიც გამოჩნდება ვანის დედის როლში, რომელიც გამოჯანმრთელებული ალკოჰოლიკია და შეცდომების გამოსწორებას ცდილობს.