კინო/გართობა
27 February
ტარონ ეჯერტონი Netflix-ის საშინელებათა ფილმ „ალფას“ მთავარ როლში ითამაშებს
ტარონ ეჯერტონი Netflix-ის მომავალი საშინელებათა ფილმის „ალფას“ მთავარ როლში დადასტურდა. პროექტი, რომლისთვისაც Netflix-მა შვიდ სხვა კომპანიას აჯობა, უკვე აღწერეს, როგორც „ამერიკელი მაქცია ლონდონში“ „ამერიკელ ფსიქოპათს“ ხვდება. ფილმი ამჟამად აქტიურ დამუშავების ფაზაშია, გადაღებები სავარაუდოდ 2026 წელს დაიწყება, გამოშვება კი 2027 წლის ბოლოს ან 2028 წლის დასაწყისში იგეგმება.