ფილმები და სერიალები
03 February
„ჰილ ჰაუსის მოჩვენება“: როგორ შეცვალა მაიკ ფლენეგანის სერიალმა საშინელებათა ჟანრი ტელევიზიაში
მაიკ ფლენეგანის სერიალი „ჰილ ჰაუსის მოჩვენება“, რომელიც Netflix-ზე 7 წლის წინ გამოვიდა, დღემდე XXl საუკუნის საუკეთესო საშინელებათა შოუდ ითვლება. ის არის ჟანრის ტრადიციებისა და ინოვაციური პროდუქციის უნაკლო ნაზავი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სტრიმინგ ეპოქაში მაყურებლის შეშინებას და ხელი შეუწყო ჟანრის აყვავებას მცირე ეკრანზე. მიუხედავად იმისა, რომ ფლენეგანი Prime Video-ზე გადავიდა, „ჰილ ჰაუსის მოჩვენება“ ჟანრის ეტალონად რჩება, რომელმაც საშინელებათა ტელევიზია ახალ დონეზე აიყვანა.