გართობა, ტელესერიალები
16 February
სტივენ ამელი „ბეიუოჩის“ გადატვირთვაში ჰობი ბიუკენონის როლს შეასრულებს
სერიალ „Arrow“-ის ვარსკვლავი სტივენ ამელი Fox-ის მომავალი სერიალ „ბეიუოჩის“ (Baywatch) გადატვირთვაში ჰობი ბიუკენონის როლს შეასრულებს. 12 ეპიზოდისგან შემდგარი სერიალის გადაღებები მარტში დაიწყება, პრემიერა კი 2026-27 წლების სეზონშია დაგეგმილი. ამელის პერსონაჟი ახლა „ბეიუოჩის“ კაპიტანი და მამაა, რომლის ცხოვრებაც თავდაყირა დადგება, როდესაც მისი უცნობი ქალიშვილი გამოჩნდება.