ტელესერიალები
19 February
"მაშველები" ბრუნდება: დევიდ ჩოკაჩი ახალ სერიალში კოდი მედისონის როლს შეასრულებს
პოპულარული სერიალი „მაშველები“ (Baywatch) ახალი რიმეიქით ბრუნდება. სერიალს DC-ის ვარსკვლავი სტივენ ამელი (Arrowverse-დან) ჰობი ბუკენონის როლში გაუძღვება. დადასტურდა, რომ ორიგინალური სერიალის ვარსკვლავი, დევიდ ჩოკაჩი, კოდი მედისონის როლში ბრუნდება. მისი პერსონაჟი ახალ სერიალში ბარ-რესტორნის მფლობელია. Fox-მა 12 ეპიზოდი შეუკვეთა, მიზანია ნოსტალგიისა და თანამედროვე ირონიის შერწყმა, რაც სერიალს გაგრძელებად აქცევს და არა სრულ რიმეიქად. გადაღებები გაზაფხულზე დაიწყება.