„ოქროს კამუის“ მეორე ლაივ-ექშენ ფილმის „აბაშირის ციხეზე თავდასხმის“ პრომო ვიდეო გამოვიდა
TOHO-მ სატორუ ნოდას მანგა „ოქროს კამუის“ მიხედვით გადაღებული მეორე ლაივ-ექშენ ფილმის, „ოქროს კამუი: აბაშირის ციხეზე თავდასხმის რკალი“ პრომო ვიდეო გამოაქვეყნა. ფილმის პრემიერა 13 მარტს შედგება და ის IMAX-ის ფორმატშიც იქნება ხელმისაწვდომი. მთავარ როლებს კენტო იამაზაკი და ანა იამადა შეასრულებენ. პირველმა ლაივ-ექშენ ფილმმა იაპონური სალაროების სათავე დაიკავა.