კინო
05 February
Netflix-მა ახალი სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმის, „ომის მანქანის“ ტრეილერი გამოაქვეყნა
Netflix-მა გაავრცელა სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის სამოქმედო ფილმის, „ომის მანქანის“ (War Machine) ოფიციალური ტრეილერი, რომელშიც მთავარ როლს ალან რიჩსონი ასრულებს. ფილმის პრემიერა 2026 წლის 6 მარტსაა დაგეგმილი. ის მოგვითხრობს არმიის ელიტური გუნდის გადარჩენისთვის ბრძოლაზე წარმოუდგენელი უცხოპლანეტური საფრთხის წინააღმდეგ.