კინო
06 February
ჯეიმს მარსდენი, კერი ვაშინგტონი და ქლოი ისტი Netflix-ის ფსიქოლოგიურ თრილერში „უდანაშაულო გოგონა“ ითამაშებენ
ჯეიმს მარსდენი, კერი ვაშინგტონი და ქლოი ისტი Netflix-ის ახალ ფსიქოლოგიურ თრილერში „უდანაშაულო გოგონა“ ითამაშებენ. კერი ვაშინგტონი ასევე აღმასრულებელი პროდიუსერის როლს შეასრულებს. ფილმის რეჟისორი ჟაუმე კოლეტ-სერაა. სიუჟეტი დედაქალაქის გავლენიან წყვილსა და მათ მიერ სახიფათო სამყაროში შეთრეულ ახალგაზრდა ქალს ეხება, სადაც სექსი, ძალაუფლება და მკვლელობა ერთმანეთშია გადახლართული.