თამაშები და კომიქსები
31 January
პოპულარული თამაში "Summoner Wars" კომიქსების სერიად იქცევა
პოპულარული კარტის თამაში „Summoner Wars“, რომელმაც კრიტიკოსების მოწონება და ფანების დიდი რაოდენობა მოიპოვა, კომიქსების სერიად გამოვა. Battle Quest Comics-ი, Plaid Hat Games-თან თანამშრომლობით, ფენტეზის სამყარო ითარიას ამბებს ბეჭდურ ფორმატში გააცოცხლებს. კომიქსის თანაავტორები პოლ კორნელი და ჯასტინ ზიმერმანი იქნებიან, ხოლო გამოცემა ამ შემოდგომაზე გამოვა.