ანიმე
30 January
"Dragon Ball Super: Beerus"-ის სატელევიზიო ანიმე სერიალი დაანონსდა
Dragon Ball ფრენჩაიზის 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დაანონსდა ახალი სატელევიზიო ანიმე სერიალი "Dragon Ball Super: Beerus", რომელიც Fuji TV-ზე ამ შემოდგომაზე გავა ეთერში. სერიალი Dragon Ball Super-ის "გაუმჯობესებული" ვერსიაა და მასში ბირუსს კვლავ კოიჩი იამადერა გაახმოვანებს. ამავე ღონისძიებაზე ასევე გამოვლინდა ანიმე "Dragon Ball Super: The Galactic Patrol".