ანიმე და მანგა
02 February
„Chainsmoker Cat“-ის ანიმე სერიალის პრემიერა ივლისში შედგება
ორშაბათს ოფიციალურ ვებგვერდზე ცნობილი გახდა, რომ Nyan Nyan Factory-ის მანგა „Chainsmoker Cat“-ის სატელევიზიო ანიმე სერიალი ივლისში გამოვა. კომედიური ჟანრის სერიალი, რომელიც მოგვითხრობს ადამიანების, კატა-გოგონებისა და სხვა მსგავსი სახეობების თანაცხოვრებაზე, Seven Seas-ის მიერ ინგლისურადაც გამოიცემა. ანიმეს რეჟისორი ტაკუ კიმურაა, სცენარისტი – ტაკაში აოშიმა, ხოლო მთავარ პერსონაჟს იუუკო ნაცუიოში ახმოვანებს.