კინო
18 February
Lionsgate-მა საშინელებათა ფილმის „არ შეხვიდე“ (Do Not Enter) ოფიციალური თრეილერი გამოუშვა
კომპანია Lionsgate-მა წარმოადგინა საშინელებათა ფილმის „არ შეხვიდე“ (Do Not Enter) ოფიციალური თრეილერი, რომელიც ადრე „Creepers“-ის სახელით იყო ცნობილი. ფილმის პრემიერა 2026 წლის 20 მარტს, შერჩეულ კინოთეატრებში და ციფრულ პლატფორმებზე შედგება. სიუჟეტი მოგვითხრობს ექსტრემალთა ჯგუფზე, რომლებიც ნიუ-ჯერსის მიტოვებულ, საშიშ სასტუმროში პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავენ. მათ გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა, როგორც კონკურენტების, ისე ზებუნებრივი ძალების წინააღმდეგ. ფილმში ვარსკვლავური სამსახიობო შემადგენლობაა