ემი პოლერისა და მაიკ შურის ახალი კომედია „Dig“: Peacock-მა გადაღებებიდან პირველი კადრები გამოაქვეყნა
„პარკებისა და დასვენების“ ვარსკვლავები ემი პოლერი და მაიკ შური Peacock-ისთვის ახალ კომედიურ სერიალ „Dig“-ზე მუშაობენ. სერიალის გადაღებები უკვე დაწყებულია და „გალენტაინის დღის“ აღსანიშნავად სტრიმინგ-სერვისმა ვარსკვლავების პირველი ფოტო გამოაქვეყნა. „Dig“ მოგვითხრობს ოთხ ქალზე, რომლებიც საბერძნეთში არქეოლოგიურ გათხრებზე მუშაობენ და ძველ საიდუმლოს აღმოაჩენენ. მთავარ როლებს ასრულებენ ემი პოლერი, ჰიუ ლორი, ჯერალდინ ვიშვანათანი და სხვები.