სერიალი „Hijack“ Apple TV-ის რეიტინგში ლიდერობას კარგავს; პირველ ადგილს ჯენიფერ გარნერის ახალი სერიალი იკავებს
იდრის ელბას მონაწილეობით შექმნილი სერიალი „Hijack“ Apple TV-ის ყველაზე ნახვადი შოუების რეიტინგში პირველ ადგილს კარგავს. მას ჯენიფერ გარნერისა და ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუს მონაწილეობით მეორე სეზონით დაბრუნებული სერიალი „The Last Thing He Told Me“ ანაცვლებს, რომელმაც 20 თებერვალს მეორე სეზონის გამოსვლის შემდეგ მსოფლიო რეიტინგში პირველი პოზიცია დაიკავა.