კინომიმხილვა
22 February
„ფსიქო მკვლელი“: „შვიდის“ სცენარისტის იმედგამაცრუებელი სლეშერი
ენდრიუ კევინ უოკერის, „შვიდის“ სცენარისტის ახალი ფილმი „ფსიქო მკვლელი“ ჟანრის კლასიკისგან შორსაა. გევინ პოლონეს სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი, რომელშიც სატანისტი სერიული მკვლელი და მისი მდევარი ოფიცერი მონაწილეობენ, გადაჭარბებული კლიშეებით, არათანმიმდევრული ტონითა და მოსაწყენი სცენებით გამოირჩევა, რაც მას უოკერის შემოქმედების ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ნამუშევრად აქცევს.