Pokemon-ის მე-10 თაობა: გაიცანით ახალი სტარტერები და ფანების რეაქციები
Pokémon-ის 30 წლის იუბილეზე, ოფიციალურად გამოცხადდა მე-10 თაობა თამაშებით „Pokemon Winds and Waves“, რომლებიც 2027 წელს Nintendo Switch 2-ის ექსკლუზივები იქნება. ახალი თამაშები გააგრძელებს ღია სამყაროს ფორმულას ინდონეზიის, მალაიზიისა და ფილიპინების რეგიონების ინსპირაციით შექმნილ კუნძულებზე. ყველაზე დიდი განხილვის საგანი გახდა სამი ახალი სტარტერ პოკემონი: ცეცხლის ტიპის Pombon (პომერანული შპიცის მსგავსი), წყლის ტიპის Gecqua (გეკონის მსგავსი) და ბალახის ტიპის Browt (წიწილისა და ლობიოს კომბინაცია).