ახალი ამბები
07 February
რეჟისორი მაიკლ ბეი Cadillac-ს 1.5 მილიონ დოლარად უჩივის იდეების მოპარვისთვის
ცნობილი რეჟისორი მაიკლ ბეი ავტომწარმოებელ Cadillac-ს და მის F1 სარბოლო გუნდის მფლობელს, დენ ტაურისს, 1.5 მილიონ დოლარად უჩივის. ბეის მტკიცებით, მას მიმართეს, როგორც „ყველაზე ამერიკელ რეჟისორს“ Super Bowl-ის რეკლამის შესაქმნელად, მაგრამ მოგვიანებით მისი იდეები მოიპარეს და მასთან თანამშრომლობა შეწყვიტეს. სარჩელი ხელშეკრულების დარღვევასა და თაღლითობას მოიცავს.