„დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის თიზერ-ტრეილერი გამოვიდა - მარტინი შოურანერთან გაუარესებულ ურთიერთობაზე საუბრობს
HBO-მ „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის თიზერ-ტრეილერი გამოაქვეყნა, რომელიც ივნისში გამოვა. სერიალში რკინის ტახტისთვის სამოქალაქო ომი მძვინვარებს. ამასთან, ავტორი ჯორჯ რ.რ. მარტინი შოურანერ რაიან კონდალთან დაძაბულ ურთიერთობაზე საუბრობს, რამაც მისი შემოქმედებითი ჩართულობა შეამცირა.