თამაშები
03 February
კომპიუტერული თამაშების სამყაროს იშვიათობა „The Dark Eye“ Steam-ზე 15 თებერვალს გამოვა
ძველი თაობის PC გეიმერებს, შესაძლოა, ახსოვდეთ 1995 წლის იშვიათი ფსიქოლოგიური საშინელებათა სათავგადასავლო თამაში „The Dark Eye“. თამაში Steam-ზე 15 თებერვალს გამოვა GMedia-ს წყალობით, ახალი სახელწოდებით „Edgar Allan Poe’s Interactive Horror: 1995 Edition“. ეს არის „point-and-click“ ჟანრის თამაში, რომელიც ედგარ ალან პოს სამ ნაწარმოებს ეფუძნება. გამოცემის განსაკუთრებულობას ისიც განაპირობებს, რომ ძველი თამაშების მსგავსად, „The Dark Eye“-ს ხელახალი გამოშვება საავტორო უფლებებთან დაკავშირებული პრობლემე