თამაშები
13 February
ჯონ უიკის ვიდეო თამაში ოფიციალურად დაანონსდა: კიანუ რივზი ბრუნდება
მრავალწლიანი სპინ-ოფების შემდეგ, High Table-ის სამყარო საბოლოოდ იღებს საკუთარ ვიდეო თამაშს. „ჯონ უიკის“ თამაში, რომელიც Saber Interactive-ის, Lionsgate Studios-ისა და რეჟისორ ჩად სტაჰელსკის თანამშრომლობით იქმნება, მოთამაშეებს Gun-Fu-ს სამყაროში ჩაყვინთვის საშუალებას მისცემს. თამაშში ჯონ უიკის როლს კიანუ რივზი გაახმოვანებს, ხოლო სიუჟეტი „შეუძლებელი დავალების“ შესრულებამდე წლებით ადრე ვითარდება. თამაში PC-სა და კონსოლებზე გამოვა.