თამაშები
06 February
Horizon Hunters Gathering: ფრენჩაიზის ახალი ნაწილი და ადრეული წვდომის შესაძლებლობა
PlayStation-მა და Guerrilla Games-მა მოულოდნელად წარმოადგინეს Horizon ფრენჩაიზის ახალი სპინ-ოფი - Horizon Hunters Gathering. ეს არის კოოპერატიული საექშენო თამაში, რომელიც ალოს თავგადასავლების სამყაროში ვითარდება, ერენდის მეთაურობით ახალი პერსონაჟებით. მოთამაშეებს შესაძლებლობა ექნებათ, თამაში ძალიან მალე, თებერვლის ბოლოს დახურული სატესტო ფაზის ფარგლებში გამოსცადონ PlayStation 5-სა და PC-ზე.