მანგა
03 February
რიო იასოჰაჩიმ ახალი მანგა „სატო ეიკო (32) გმირი გახდა?“ წამოიწყო
Kadokawa-ს Harta ჟურნალის ოფიციალურმა X/Twitter გვერდმა კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ რიო იასოჰაჩიმ ახალი მანგა სახელწოდებით „სატო ეიკო (32) გმირი გახდა?“ (Satō Eiko (32) wa Hero ni Nareta no ka) გამოუშვა ჟურნალის ონლაინ გამოცემაში Harta Alternative ორშაბათს. მანგა მოგვითხრობს 32 წლის ქალზე, ეიკო სატოზე, რომლის პირველი სიყვარულიც სხვა სამყაროდან მოსულმა ურჩხულებმა მოკლეს და ის მთელ ცხოვრებას შურისძიებას უძღვნის.