სერიალები
31 January
„უძლეველის“ მე-4 სეზონი: ოლივერ გრეისონის განახლებული იერსახე და მნიშვნელოვანი როლი
ანიმაციური სერიალის „უძლეველის“ (Invincible) მე-4 სეზონის ახალ თრეილერში ოლივერ გრეისონის შეცვლილი იერსახე გამოჩნდა. პერსონაჟის დაჩქარებული ზრდა გრძელდება, რაც მის კანის ფერზეც აისახება და ის ახალ Kid Omni-Man-ის კოსტიუმშიც წარსდგება მაყურებლის წინაშე. სეზონი 4-ში ოლივერს უფრო მნიშვნელოვანი როლი ექნება, განსაკუთრებით სუპერგმირულ ფრონტზე, სადაც ის ახლადშექმნილი გუნდის, Invincible Inc.-ის წევრად იბრძოლებს. სერიალი 18 მარტს ბრუნდება და სულ რვა ეპიზოდს მოიცავს.