„როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის“ 2026 წლის ნომინანტები გამოცხადდა: სიაში Sade, Oasis, Mariah Carey, P!NK და სხვა ვარსკვლავები არიან
„როკ-ენ-როლის დიდების დარბაზმა“ 2026 წლის ნომინანტების სია წარადგინა. წლევანდელ სიაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, ისეთი ცნობილი სახელები მოხვდნენ, როგორებიც არიან Sade, ფილ კოლინზი, Oasis, Mariah Carey, Iron Maiden, Billy Idol, ასევე პირველად ნომინირებული INXS, ჯეფ ბაქლი, ლორინ ჰილი, Wu-Tang Clan, შაკირა და P!NK. ოფიციალური გამარჯვებულები აპრილში გამოცხადდებიან, ხოლო ცერემონია შემოდგომაზე გაიმართება. P!NK ერთადერთია, ვინც ნომინაციაში დაშვების პირველსავე წელს მოხვდა სიაში.