#jump sq.

ამ თეგით ნაპოვნია 2 სტატია

ანიმე და მანგა 02 February

ავტორის ჯანმრთელობის გამო, მანგა „კემონო ჯიჰენი“ მარტის ნომერში არ გამოვა, აპრილში დაბრუნება იგეგმება

შუეიშას ჟურნალ Jump SQ.-ის ოფიციალურმა X-ის (ყოფილი Twitter) გვერდმა განაცხადა, რომ შო აიმოტოს მანგა „კემონო ჯიჰენი“ შესვენებას აიღებს და მარტის ნომერში ახალი თავი არ გამოქვეყნდება. მანგის დაბრუნება ჟურნალის აპრილის ნომერში იგეგმება, რომელიც 4 მარტს გამოვა. აიმოტომ აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში გასტროენტერიტი ჰქონდა, თუმცა ახლა თავს უკეთ გრძნობს და მალე ენდოსკოპიასაც გაიკეთებს.

მანგა 30 January

მანგა „Phantom Busters“ გადატვირთულობის გამო ორნომრიან შესვენებაზე გავიდა

ნეოშოკოს მანგა „Phantom Busters“ ჟურნალ Jump SQ.-ის მარტისა და აპრილის ნომრებში არ გამოქვეყნდება. ავტორმა განაცხადა, რომ გადატვირთულობის გამო ვერ შეძლო ხელნაწერის დასრულება. მანგის დაბრუნება მაისის ნომერშია დაგეგმილი.