ტელევიზია
24 February
საბავშვო სერიალი „Reading Rainbow“ ახალი ეპიზოდებითა და წამყვანით ოფიციალურად ბრუნდება
PBS-ის საკულტო საბავშვო სერიალი „Reading Rainbow“, რომელმაც თაობებს კითხვა შეაყვარა, Sony-ის შეკვეთით 24 ახალი ეპიზოდით ოფიციალურად ბრუნდება. გადაცემის წამყვანი მაიკალ თრიტსი იქნება, აღმასრულებელი პროდიუსერის პოსტს კი კრისტენ მაკგრეგორი დაიკავებს. სერიალი, რომელიც 1983-2006 წლებში გადიოდა ეთერში, ბავშვებში კითხვის სიყვარულის გაღვივებას ისახავს მიზნად.