კინო
12 February
რომან გრიფინ დევისი მადს მიკელსენთან ერთად ახალ ანიმაციურ ფილმ „უონდერლენდში“ მიიღებს მონაწილეობას
ტაიკა ვაიტიტის „ჯოჯო კურდღელის“ ვარსკვლავი, რომან გრიფინ დევისი, მადს მიკელსენთან ერთად პოლონური სტუდიის Lightcraft-ის ახალი 3D ანიმაციური ფილმის „უონდერლენდის“ (ყოფილი „დრიმუორლდი“) წამყვან როლს გაახმოვანებს. დევისი 12 წლის ბიჭის, ჯეიკის, პერსონაჟს გაახმოვანებს, რომელიც მეგობართან ერთად სიზმრების სამყაროში თავგადასავალში მიემგზავრება.