ვიდეო თამაშები
03 February
Resident Evil Requiem-ის ახალმა თრეილერმა შესაძლოა ადა ვონგის დაბრუნებაზე მიანიშნოს
Resident Evil Requiem-ის გამოსვლამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება. თამაშისთვის ახალი, ლაივ-ექშენ თრეილერი – „მოკლემეტრაჟიანი ფილმი“ გამოვიდა, რომელშიც მაიკა მონრო მონაწილეობს. თრეილერი რაკუნ სიტიში ვირუსული ეპიდემიის შემზარავ ამბავს მოგვითხრობს, თუმცა მისი დასასრული ადა ვონგის შესაძლო დაბრუნებაზე მიანიშნებს, რომელსაც, სავარაუდოდ, ლილი გაო ახმოვანებს. თამაში PC-ზე, PS5-სა და Xbox Series X/S-ზე 2026 წლის 27 თებერვალს გამოვა.