გამოვიდა ჯეიმს ვან დერ ბიკის ბოლო ფილმის, „კარიბჭის“ (The Gates) თრეილერი
გასულ კვირას 48 წლის ასაკში გარდაცვლილი მსახიობის, ჯეიმს ვან დერ ბიკის უკანასკნელი ფილმის, „კარიბჭის“ (The Gates) თრეილერი გამოვიდა. საშინელებათა ჟანრის ეს ფილმი შეზღუდული კინოგაქირავებით 13 მარტს გამოვა. ჯონ ბურის რეჟისორობით შექმნილი ფილმი სამი კოლეჯის სტუდენტის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც მკვლელობის მოწმენი ხდებიან და ხაფანგში ექცევიან, ხოლო ვან დერ ბიკი მზაკვრული ანტაგონისტის როლს ასრულებს. რეჟისორმა ჯონ ბურმა მსახიობს ემოციური წერილით მიაგო პატივი, ხაზი გაუსვა მის ქარიზმას, ენერგიასა და