ლიზა კუდროუს სერიალი „დაბრუნება“ ფინალური თავით 22 მარტს ბრუნდება
ლიზა კუდროუს მონაწილეობითა და თანაავტორობით შექმნილი HBO Max-ის კომედიური სერიალი „დაბრუნება“ (The Comeback) მესამე და ბოლო თავით 22 მარტს ბრუნდება. სერიალის მთავარი გმირი, ვალერი ჩერიში, მორიგი „დაბრუნებისთვის“ ემზადება ახალი სატელევიზიო შოუში, სახელწოდებით „როგორ?!“ (How’s That?!). ახალ სეზონში ვლინდება, რომ სიტკომს ხელოვნური ინტელექტი წერს. ასევე, სერიალს უერთდებიან ენდრიუ სკოტი, ები ჯეიკობსონი და ჯონ ირლი, რომლებიც სხვა მსახიობებთან ერთად ითამაშებენ. ფინალის შემდეგ გაიმართება ოფიციალური პოდკ