გართობა
01 March
"Smiling Friends" სრულდება: შემოქმედებითი გადაღლა პოპულარული ანიმაციური სერიალის გაუქმების მიზეზი გახდა
Adult Swim-ის პოპულარული ანიმაციური სერიალი "Smiling Friends" სამი სეზონის შემდეგ სრულდება. შოუს შემქმნელებმა, მაიკლ კუსაკმა და ზაკ ჰედელმა, განაცხადეს, რომ სერიალი აღარ დაბრუნდება მეოთხე სეზონით, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად კიდევ ორი სეზონი იყო შეკვეთილი. გაუქმების მიზეზად მათ შემოქმედებითი გადაღლა და სერიალის "მაღალ ნოტაზე" დასრულების სურვილი დაასახელეს. თუმცა, ფანებს ჯერ კიდევ ელოდებათ ორი დამატებითი ეპიზოდი, რომლებიც 12 აპრილს გავა ეთერში.