ჰორორი
03 February
"პოპაი ბრუნდება": "Popeye's Revenge"-ის სიქველზე მუშაობა დაიწყო
მას შემდეგ, რაც მეზღვაურმა პოპაიმ გასულ წელს საზოგადოებრივი საკუთრების სტატუსი მოიპოვა, "Popeye's Revenge" დაბალბიუჯეტიანი ჰორორ ფილმების სერიის პირველი ნაწილი გახდა. ახლა კი მისი გაგრძელება, "Popeye Returns", მზადდება. რეჟისორი უილიამ სტედი ბრუნდება, სცენარზე კი ჯონ ოუკ დალტონი მუშაობს. დეტალები ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია, მაგრამ "ისპანახის მოყვარული ფსიქოპატი" კვლავ საშინელებათა ჟანრში ბრუნდება.