კინო სიახლეები
21 February
ბრენდან ფრეიზერი ეიზენჰაუერის როლში: „წნევის“ (Pressure) ოფიციალური თრეილერი
Focus Features-მა გამოაქვეყნა მეორე მსოფლიო ომის დრამის „წნევის“ (Pressure) თრეილერი. ფილმში ოსკარის მფლობელი ბრენდან ფრეიზერი გენერალ ეიზენჰაუერის, ხოლო ემის ნომინანტი ენდრიუ სკოტი კაპიტან ჯეიმს სტეგის როლს ასრულებენ. სიუჟეტი D-Day-მდე დაძაბულ 72 საათს მოიცავს, როდესაც ეიზენჰაუერი ისტორიულ გადაწყვეტილებას იღებს. ფილმის პრემიერა 2026 წლის 29 მაისს გაიმართება.