მუსიკა
19 February
RAYE-მ Ticketmaster-ის შეცდომის გამო კონცერტზე არდაშვებულ თაყვანისმცემლებს ბოდიში მოუხადა და კომპენსაცია შესთავაზა
R&B ვარსკვლავმა RAYE-მ სოციალურ ქსელ X-ზე საჯარო ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც Ticketmaster-ის სისტემური შეცდომის გამო მის პარიზის კონცერტზე 65 თაყვანისმცემელი არ დაუშვეს. მომღერალმა დაზარალებულებს სამომავლო კონცერტებზე უფასო ბილეთები და ხელმოწერილი ვინილი შესთავაზა, Ticketmaster-მა კი თანხები აანაზღაურა და ვაუჩერები გასცა. RAYE-ს საქციელმა საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.