გასართობი
02 March
„მოღალატეების“ შემქმნელი სტუდია Netflix-ისთვის „მონოპოლიის“ რეალითი შოუს გადაიღებს
ემის ჯილდოს მფლობელმა საპროდიუსერო კომპანია Studio Lambert-მა, რომელიც ცნობილია Peacock-ის ჰიტ სერიალით „მოღალატეები“ (The Traitors), მოიგო კონკურსი და Netflix-ისთვის, Hasbro Entertainment-თან თანამშრომლობით, გადაიღებს „მონოპოლიის“ (Monopoly) ახალ რეალითი კონკურსის სერიალს. სტუდიამ კონკურსში დაახლოებით 50 სხვა კომპანია დაამარცხა. Netflix-მა „მონოპოლიის“ უფლებები შარშან მოიპოვა, ხოლო ახალი პროექტი აღწერილია, როგორც „ფართომასშტაბიანი სოციალური ექსპერიმენტი“ კაპიტალიზმსა და ქაოსს შორის.