„გალენტაინის დღე“ და მუსიკალური ფლეილისტი, რომელიც ქალურ მეგობრობას აღნიშნავს
16 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „პარკები და დასვენების“ ეპიზოდში პირველად გაჟღერდა „გალენტაინის დღე“. ლესლი ნოპის გამოგონილი დღესასწაული კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა და ქალურ მეგობრობას, დამოუკიდებლობასა და თვითსიყვარულს აღნიშნავს. სტატიაში წარმოგიდგენთ 10 სიმღერას, რომელიც ამ განსაკუთრებული დღის განწყობას კიდევ უფრო აამაღლებს.