„AMC Theatres“ ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ფილმის ჩვენებაზე უარს ამბობს
„AMC Theatres“-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ არ გეგმავს ხელოვნური ინტელექტით (AI) შექმნილი ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმის „Thanksgiving Day“ ჩვენებას თავის კინოთეატრებში, მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა კონკურსში გაიმარჯვა და მისი ფართო დისტრიბუცია იგეგმებოდა. ეს გადაწყვეტილება გართობის ინდუსტრიაში AI კონტენტის მიმართ მზარდი კრიტიკისა და შემოწმების ფონზე მიიღეს.