„შურისმაძიებლები: საიდუმლო ომები“ ორ ნაწილად არ გაიყოფა - ფანების აზრები იყოფა
ახალი ცნობით, Marvel Studios-მა გადაწყვიტა, რომ ფილმი „შურისმაძიებლები: საიდუმლო ომები“ ორ ნაწილად არ გაიყოფა, მიუხედავად ადრეული ხმებისა. ამ გადაწყვეტილებამ Marvel-ის ფანებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია: ნაწილი ერთ გრძელ ფილმს ემხრობა, ნაწილი კი, ფილმის მასშტაბურობიდან გამომდინარე, მის გაყოფას მოითხოვს.