კინო
06 February
გამოვიდა Sky-ის სამოქმედო თრილერის „Fuze“ ტრეილერი, რომელშიც აარონ ტეილორ-ჯონსონი მონაწილეობს
Sky-ის ახალი ორიგინალური სამოქმედო თრილერის „Fuze“-ის ტრეილერი გამოვიდა. ფილმში მთავარ როლებს აარონ ტეილორ-ჯონსონი, თეო ჯეიმსი, სემ უორტინგტონი და სხვები ასრულებენ. სიუჟეტის მიხედვით, ლონდონში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი აუფეთქებელი ბომბის აღმოჩენა მასობრივ ევაკუაციას იწვევს, რაც ბანკის გაძარცვისთვის იდეალურ საფარად იქცევა. ფილმის რეჟისორია დევიდ მაკკენზი, პრემიერა დიდ ბრიტანეთში 3 აპრილს შედგება.