თამაშების სიახლეები
22 February
"The Witcher 3: Wild Hunt"-ისთვის ახალი, უფასო გაფართოება - "ქარის სიმღერა"
მიუხედავად იმისა, რომ "The Witcher 3: Wild Hunt"-ის გამოსვლიდან ათწლეულზე მეტი გავიდა, თამაში კვლავაც ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა. ფანებს კი, სანამ "The Witcher 4" გამოვა, შეუძლიათ უფასო გაფართოება "Song of Wind"-ით ისიამოვნონ. ეს მოდიფიკაცია გერალტს ახალ თავგადასავალში უშვებს, სადაც მას იდუმალი კუნძულის პოვნა ელის. მასში ორი ახალი ქვესტი, დიალოგები და გეიმფლეის მექანიკებია წარმოდგენილი, თუმცა დეველოპერი მოთამაშეებს ურჩევს, რომ კონტენტს მხოლოდ 50-ე დონიდან მიუდგნენ.