Sony: ჩინეთმა „ადამიანი-ობობა: გზა სახლისკენ არ არის“-ის ფინალიდან თავისუფლების ქანდაკების ამოჭრა მოითხოვა
Sony Pictures Entertainment-ის Motion Picture Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტომ როტმანმა, განმარტა, თუ რატომ ვერ მოახერხა „ადამიანი-ობობა: გზა სახლისკენ არ არის“-მა გლობალურ გაყიდვებში 2 მილიარდი დოლარის ზღვრის გადალახვა. ფილმი ჩინეთში თეატრალური ჩვენებიდან გამოირიცხა მას შემდეგ, რაც Sony-მ უარი თქვა ჩინეთის მოთხოვნაზე, ფილმის კულმინაციური ბრძოლის სცენიდან თავისუფლების ქანდაკება ამოეჭრა. როტმანმა ასევე დაადასტურა SPUMC-ის (ვენომი, მონადირე კრევენი და მადამ ვები) გადატვირთვის გეგმები.