ჯეისონ მომოა „Helldivers“-ის ფილმში ითამაშებს, რეჟისორი ჯასტინ ლინი იქნება
PlayStation Productions და Sony Pictures ემზადებიან პოპულარული ვიდეო თამაშის, „Helldivers“-ის, კინოადაპტაციისთვის, რომელშიც მთავარ როლს ჯეისონ მომოა შეასრულებს. პროექტის რეჟისორი ჯასტინ ლინი იქნება, ხოლო სატირული სამოქმედო ფილმის პრემიერა 2027 წლის 10 ნოემბერსაა დაგეგმილი.