კინო და ტელევიზია
03 February
Paramount+ ჯორდან ბელფორტის შესახებ ახალ დოკუმენტურ სერიალს ამზადებს: „უოლ სტრიტის ნამდვილი მგელი“
Paramount+ სამნაწილიან დოკუმენტურ სერიალს – „უოლ სტრიტის ნამდვილი მგელი“ (The Real Wolf of Wall Street) – გამოუშვებს, რომელიც ჯორდან ბელფორტის რეალურ ისტორიას ახალი, აქამდე უცნობი დეტალებით, ექსკლუზიური ინტერვიუებითა და გამოუქვეყნებელი სამთავრობო დოკუმენტებით გააშუქებს. პრემიერა 2026 წელს შედგება.