მადს მიკელსენი მარტინ სკორსეზეს ახალ ფილმში ლეონარდო დიკაპრიოსა და ჯენიფერ ლოურენსს შეუერთდა
დანიელი მსახიობი მადს მიკელსენი მარტინ სკორსეზეს მომავალი ფილმის, „რა ხდება ღამით“ სამსახიობო გუნდს შეუერთდა. ფილმში მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო და ჯენიფერ ლოურენსი ასრულებენ. პროექტი Apple Original Films-ისა და StudioCanal-ის თანაპროდუქციაა და პიტერ კემერონის ამავე სახელწოდების რომანზეა დაფუძნებული.