ლიზა რინა: „ნარკოტიკი ჩამიდეს, სისტემაში ფენტანილი აღმომაჩნდა“
„ბევერლი ჰილზის ნამდვილი დიასახლისების“ ვარსკვლავმა ლიზა რინამ განაცხადა, რომ „The Traitors“-ის პრემიერაზე მას ნარკოტიკი ჩაუდეს. მან აღიარა, რომ ნარკოტესტმა მის ორგანიზმში ფენტანილი და ამფეტამინების მაღალი დონე გამოავლინა. ვარსკვლავმა FOX 5-ის გადაცემაში, „გუდ დეი ნიუ იორკი“ სტუმრობისას ისაუბრა ინციდენტზე, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, რადგან მისი გუნდი ამ საკითხს ჯერ კიდევ აგვარებს.